ადრე, ჩვენი ურთიერთობების 95-97 პროცენტს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა შეადგენდა, მაგრამ ახლა ეს არ შეიძლება მოხდეს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზების გამო, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, ახლა ერევანმა უნდა გაიგოს, ვისთან შეიძლება ჰქონდეს სამხედრო-ტექნიკური და თავდაცვითი ურთიერთობა.
"უნდა გავიგოთ, ვისთან შეიძლება რეალურად შევინარჩუნოთ სამხედრო-ტექნიკური და თავდაცვითი ურთიერთობები. ადრე, ეს პრობლემა მარტივი იყო, რადგან ასეთი კითხვა არ არსებობდა და არ იყო სირთულე კონცეფციის შედგენაში. ადრე, ჩვენი ურთიერთობების 95-97 პროცენტს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა შეადგენდა, მაგრამ ახლა ეს არ შეიძლება მოხდეს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზების გამო", - განაცხადა ფაშინიანმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press