„ნაციონალური მოძრაობა“, „გამარჯვების კოალიცია“, გამარჯვებისთანავე, ოზურგეთში ააშენებს ყველაზე დიდ აეროპორტს დასავლეთ საქართველოში, რომელიც იქნება ჰაბი და შექმნის მაღალანაზღაურებად ათიათასობით სამუშაო ადგილს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „ჰპარავს შესაძლებლობას მოქალაქეებს, ჰქონდეთ ღირსეული შემოსავალი და სამუშაო ადგილები".
„ოზურგეთში მოსახლეობის 30 პროცენტი, 25 000 ადამიანი, ფაქტობრივად, გაიქცა ქვეყნიდან უკანასკნელ ხუთ წელიწადში. ოზურგეთში 50 პროცენტს მოსახლეობის არ აქვს წყალი, 53 პროცენტი არის სოციალურად დაუცველი, 70 პროცენტს არ აქვს კანალიზაცია და ტრაგიკულია, როცა ვსაუბრობთ 25 000 გასულ ადამიანზე მხოლოდ ოზურგეთიდან ხუთი წლის განმავლობაში და ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჰპარავს შესაძლებლობას საქართველოს, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ჰქონდეს ღირსეული შემოსავალი და ღირსეული სამუშაო ადგილები.
ახლა ვიმყოფებით მერიაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ „გამარჯვების კოალიცია“, გამარჯვებისთანავე, ააშენებს ყველაზე დიდ აეროპორტს დასავლეთ საქართველოში, რომელიც იქნება ლოჯისტიკური ცენტრი, ნამდვილი ჰაბი და შექმნის მაღალანაზღაურებად ათიათასობით სამუშაო ადგილს და ჩვენი მოქალაქეები არა თუ გაიქცევიან, მათ შორის ქვეყნიდან, არამედ საქართველოშივე შეძლებენ ღირსეული ანაზღაურების მოპოვებას და ღირსეულ დასაქმებას",- თქვა ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც ენმ-ის პრესსამსახური ავრცელებს.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press