დიდ ბრიტანეთს შეუძლია, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიაროს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა.
როგორც კამერონი აღნიშნავს, აღიარების პროცესი ვერ მოხდება მაშინ, როცა „ჰამასი“ ღაზაშია, თუმცა შესაძლოა, განხორციელდეს იქამდე, ვიდრე პალესტინელ ლიდერებთან ისრაელის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„არ შეიძლება, არსებობდეს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა, როდესაც ღაზა ისევ კონტროლირდება იმ ადამიანების მიერ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან 7 ოქტომბერზე. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ პალესტინელ ხალხს მივცეთ ჰორიზონტი უკეთესი მომავლისკენ, საკუთარი სახელმწიფოს მომავლისკენ“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press