უკრაინელი ხალხი რუსული აგრესიის წინააღმდეგ წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენს, ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
როგორც ბაიდენი აღნიშნავს, შეერთებული შტატები უკრაინის გარდა, ისრაელში მშვიდობის დამყარებაზეც აქტიურად მუშაობს.
"აქტიურად ვმუშაობთ ისრაელელი და პალესტინელი ხალხის მშვიდობის, უსაფრთხოების, ღირსების მოსატანად. ამას ვაკეთებთ დღე და ღამე. ვმუშაობთ ჩვენი მძევლების სახლში დაბრუნებაზე, ისრაელში მშვიდობის დამყარებაზე.
ჩვენ ასევე ვმუშაობთ მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისთვის და ღირსებისთვის უკრაინელი ხალხისთვის. მათ წარმოუდგენელი გამბედაობა და გამძლეობა გამოიჩინეს პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ მათი დახმარება უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა ბაიდენმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press