პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარუდგინა.
მთავრობის შემადგენლობაში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ეხება. ჯუანშერ ბურჭულაძეს ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.
მთავრობის შემადგენლობა ასეთია :
კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი; ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე; იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე; შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური; თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი; პარლამენტი პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის შემადგენლობას 8 თებერვალს დაამტკიცებს.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად პირველ თებერვალს წარადგინა.
კობახიძის წარდგენა მმართველი პარტიის რიგით მე-8 ყრილობაზე მოხდა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press