ქალაქ ხან იუნისში მისიის დასრულების შემდეგ სამიზნე ღაზის სექტორის უკიდურეს სამხრეთით მდებარე ქალაქი რაფა იქნება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
გალანტის თქმით, ისრაელის სამხედრო ძალებმა "ჰამასის" დაახლოებით 10 000 წევრი გაანადგურეს და იგივე რაოდენობით მებრძოლი დაჭრეს.
"ვასრულებთ ჩვენს მისიებს ხან იუნისში, მივაღწევთ რაფამდეც, სადაც გავანადგურებთ ტერორისტულ ერთეულებს, რომლებიც საფრთხეს გვიქმნიან. ეს ომი მოითხოვს ეროვნულ გამძლეობასა და მონდომებას. ჩვენ უნდა მოვითმინოთ მანამ, სანამ მისიას არ შევასრულებთ". - განაცხადა გალანტმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press