ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის დაფინანსების დამტკიცება მკაფიო სიგნალია მოსკოვისთვის, რომ ევროპა მტკიცედ დადგება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის დაფინანსების დამტკიცება ასევე მკაფიო სიგნალია ამერიკისთვის, რომ ევროპა თავის პასუხისმგებლობას იღებს.
"ამავდროულად, ეს არის მკაფიო სიგნალი ამერიკისთვის, სიგნალი იმისა, რომ ევროპა თავის პასუხისმგებლობას იღებს. უსაფრთხოების სფეროში პასუხისმგებლობა. ძლიერი პასუხისმგებლობა. ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებებს ამერიკიდან", - განაცხადა ზელენსკიმ
ცნობისთვის, ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press