Foto

რუსულმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ხერსონზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს

რუსულმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ხერსონზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი და დაზიანდა რამდენიმე შენობა.

დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.