Foto

ალიევი - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დე ფაქტო მშვიდობა უკვე არსებობს

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დე ფაქტო მშვიდობა უკვე არსებობს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

როგორც ალიევმა აღნიშნა, სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია შეიცავს პირდაპირ მოწოდებებს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის სომხეთთან გაერთიანებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის შელახვის შესახებ.

"მაგრამ იმისათვის, რომ ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს, აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება და აზერბაიჯანის მიმართ სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიების დასრულება", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.