უკრაინა და კანადა რუსეთში უკანონოდ გადაყვანილი ბავშვების დასაბრუნებლად საერთაშორისო კოალიციას ქმნიან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში მყოფ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრ მელანი ჯოლს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენთვის უკრაინის ყველა მოქალაქის, მათ შორის ბავშვების დაბრუნება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ჩვენ მადლობელი ვართ კანადის მნიშვნელოვანი როლისთვის უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საერთაშორისო კოალიციის შექმნაში, რომელიც დაეხმარება ჩვენს შვილებს სამშობლოში მალე დაბრუნდნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press