Foto

ჩილეში ტყის ხანძარს ათი ადამიანი ემსხვერპლა - პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ჩილეში ტყის ხანძარს ათი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ეროვნული სატყეო უწყების ცნობით, დამწვარია 7 ათასამდე ჰექტარი. მეხანძრეები ხანძრის 158 კერას ებრძვიან. ცეცხლის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი აფერხებს.

სტიქიის გამო პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.