ბუნდესტაგმა 2024 წლის ბიუჯეტში უკრაინისთვის 7,6 მილიარდი ევროს დახმარება დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. ზელენსკიმ ბუნდესტაგს უკრაინის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
"მივესალმები გერმანიის ბუნდესტაგის მიერ 2024 წლის ბიუჯეტში უკრაინისთვის 7,6 მილიარდი ევროს ოდენობით სამხედრო დახმარების დამტკიცებას . ვაფასებ, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ჩვენი ყველა შეთანხმება სრულდება", - წერს ზელენსკი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press