სირიასა და ერაყში აშშ-ის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ერაყის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი „სახალხო მობილიზაციის ძალების“ ცნობით, დარტყმებს მათი 16 წევრი ემსხვერპლა, მათ შორის მებრძოლები და მედიკოსები.
მომხდარის შემდეგ, ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი დაიბარეს და მას ფორმალური პროტესტი გამოუცხადეს.
როგორც აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, აშშ-მა ირანთან დაკავშირებულ 7 ობიექტზე იერიში მიიტანა - სამი მათგანი ერაყში მდებარეობს, ოთხი კი სირიაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press