ენერგია დაიწუნა, რა ვქნათ ახლა - „მუსტანგების" ღმუილით არ შემოვსულვართ პარლამენტის ეზოში და შეიძლება, ეს ეწყინა,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ "ლელოს" წარმომადგენელთან, ანა ნაცვლიშვილთან დაკავშირებით განახადა.
მინისტრობის კანდიდატმა საკანონმდებლო ორგანოში, 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ნაცვლიშვილის კითხვის პასუხად ევროკავშირთან დაახლოების კუთხით იუსტიციის სამინისტროს გეგმაზე ისაუბრა.
„ზუსტად 4-ჯერ ვახსენე ევროკავშირი. პირველი - ეს იყო ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის ერთიანი სახელმწიფო პლატფორმის დანერგვა, რაც არის უნიკალური ინსტრუმენტი და ნამდვილად დაეხმარება სახელმწიფო უწყებებს, რათა ბევრად სწრაფი და ეფექტიანი იყოს ევროკავშირის სამართალთან ქართული სამართლის ჰარმონიზაციის პროცესი; ასევე, ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ მეტი ინტენსიურობით გაგრძელდება ევროკავშირის სამართლებრივი აქტების თარგმნა ქართულ ენაზე, რაც მრავალ იურისტს და ყველა დაინტერესებულ პირს მისცემს შესაძლებლობას, ჰქონდეთ სრული წვდომა ევროკავშირის სამართლის ბაზასთან; იმაზეც ვისაუბრე, რომ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება ევროკავშირის სამართლის ცენტრი; მეოთხე, რაზედაც ვისაუბრე - ეს იყო პარტნიორ სახელმწიფოებთან სამართლებრივი თანამშრომლობის გაფართოება. გასულ წელს ჩვენ გვქონდა სამართლებრივი ფორუმები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, ჩეხეთთან - ბუნებრივია, ეს ხელს უწყობს ევროკავშირთან დაახლოებას...
მე ვისაუბრე ამ 4 პუნქტზე, თუმცა, ქალბატონმა ანამ ეს ან არ, ან ვერ შეისმინა. მე ამაზე, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, არ მაქვს პასუხი, თუ რატომ ვერ გაიგო მან. მერე, ასევე, ენერგია დაიწუნა, რა ვქნათ ახლა - „მუსტანგების" ღმუილით არ შემოვსულვართ პარლამენტის ეზოში და შეიძლება, ეს ეწყინა ქალბატონ ანას",- თქვა ბრეგაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press