Foto

ენტონი ბლინკენი ისრაელში მეხუთედ ჩავიდა

ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში დღეს მეხუთედ ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.

ენტონი ბლინკენის მიზანია, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ისახავს მიზნად.

ვიზიტის ფარგლებში ენტონი ბლინკენი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს, ისრაელს, ეგვიპტეს და კატარს ესტუმრება.

ცნობისთვის, ეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის რიგით მეხუთე ვიზიტია ისრაელში მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" ქვეყანაზე მოულოდნელი საჰაერო და სახმელეთო იერიშები წამოიწყო.

ბლინკენი ისრაელში პირველად 12 ოქტომბერს ჩავიდა, იქიდან კი, იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეში გაემგზავრა.

მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნული ქვეყნების ოფიციალურ პირებს, მათ შორის პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა, 16 ოქტომბერს კვლავ ისრაელში დაბრუნდა. სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მეორე ვიზიტი 3 ნოემბერს, მესამე ვიზიტი კი დეკემბრის დასაწყისში შედგა.