Foto

ზელენსკი - რუსეთს არ სურს მშვიდობა და მხოლოდ უკრაინის განადგურებას ცდილობს

რუსეთს არ სურს მშვიდობა და მხოლოდ უკრაინის განადგურებას ცდილობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, რუსეთი საბოლოოდ საჯაროდ აღიარებს, რომ უკრაინის განადგურებას ცდილობს.

"ყველამ უნდა გაიგოს, რა ხდება და რა სიტუაციაა. Პირველ რიგში, რუსეთს არ სურს მშვიდობა და არც ეძებენ მშვიდობას. მათთვის მშვიდობა დანაკარგია. ისინი არ არიან მზად მშვიდობისთვის. ისინი ამაზე ახლა საჯაროდ საუბრობენ: „ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, ჯერ არ დაგვისრულებია ჩვენი ამოცანა“. და მათი ამოცანა, ხაზს ვუსვამ, არის უკრაინის სრულად განადგურება", - განაცხადა ზელენსკიმ.