Foto

„წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი“ - ამ სახელწოდებთ პარლამენტთან ხელოვანებმა აქცია გამართეს

"წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!" - ამ სახელწოდებით, თბილისში, მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან, ხელოვანების აქცია გაიმართა.

პარლამენტის წინ კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს უნდობლობა გამოუცხადონ.

ამასთან ერთად, ხელოვანები დეპუტატებს მოუწოდებენ, რომ კულტურის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს ნდობა არც მათ გამოუცხადონ.