განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე და სამთავრობო პროგრამაზე „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" იმსჯელეს.
ოთხმა კომიტეტმა კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატს გიორგი ამილახვარს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ზურაბ აზარაშვილს მოუსმინა.
გამოსვლების შემდეგ, მინისტრობის კანდიდატებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს, რის შემდგომაც ოთხივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press