ეს იყო ძალიან შინაარსიანი და უკიდურესად პროევროპული გამოსვლა, - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას პარლამენტში.
ჰერჩინსკის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიმართ კრიტიკული იყო.
"ეს იყო ძალიან შინაარსიანი და უკიდურესად პროევროპული გამოსვლა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე იყო კრიტიკული მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიმართ. მან ასევე გამოთქვა კონკრეტული მოსაზრებები ქვეყნის წინსვლისა და არჩევნების შესახებ. ზოგადად, მისი გამოსვლა მომეწონა, რადგან ოპტიმისტური იყო და ეს ოპტიმიზმი აუცილებლად გაგვყვება მომდევნო თვეებში", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით დღეს, 6 თებერვალს წარსდგა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press