უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია უკრაინის რადამ კიდევ 3 თვით, 13 მაისამდე გაახანგრძლივა.
შესაბამისი კანონპროექტი უკრაინის რადაში ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიტანა და მას მხარი 335-მა დეპუტატმა დაუჭირა, დანარჩენ 20-ს კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის მოქმედების ვადას უკრაინაში მეათედ გახანგრძლივდა.
კანონმდებლობის მიხედვით, აღნიშნულ შემთხვევაში საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების ჩატარება იკრძალება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press