Foto

ბელარუსის პრეზიდენტმა სამხედროებს სამოქალაქო პირების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების უფლება მისცა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ შეიარაღებული ძალების რეგლამენტში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ბელარუსში სამხედროებს სამოქალაქო პირებისთვის ცეცხლი გახსნის უფლება მიეცათ.

კანონში შესული ცვლილების თანახმად, სამხედროებს უფლება აქვთ გამოიყენონ მოქალაქეების წინააღმდეგ "ცეცხლსასროლი იარაღი, სპეცტექნიკა, სამხედრო და სპეცტექნიკა დაკისრებული ამოცანების შესრულებისას".

ამასთან, სამხედრო მოსამსახურეს ეხსნება ყოველგვარი პასუხისმგებლობა სროლით მიყენებულ ზიანზე, როდესაც ის "საერთო სამხედრო რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად" განხორციელდება.