Foto

შოლცი - პუტინს მკაფიოდ უნდა გაეგზავნოს მესიჯი, რომ აშშ და ევროპა უკრაინას მხარს დაუჭერს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის დამტკიცებას შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამასთან, ოლაფ შოლცმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რომ რუსეთზე ზეწოლა გააგრძელონ.

"ეს მესიჯი პუტინს მკაფიოდ უნდა გაეგზავნოს როგორც აშშ-დან, ასევე ევროპიდან: ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.