მე სალომე ზურაბიშვილთან როცა მივალ, აუცილებლად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე დაველაპარაკები, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
როგორც გვარამია აღნიშნავს, დღეს გაერთიანებები წარმოშობს შესაძლებლობას და "განაწყობს საზოგადოებას, რომ იმოქმედოს".
"ჩემი აზრით, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. დღეს გაერთიანებები წარმოშობს შესაძლებლობას, მაგრამ ასევე განაწყობს საზოგადოებას, რომ იმოქმედოს. ეს არის აქ მნიშვნელოვანი. ადამიანები ნიჰილისტურ განწყობებში არჩევნებზე უბრალოდ არ მივლენ. მათ სჭირდებათ ძალის გამოსხივება და იმედის ჩასახვა და ამას სჭირდება გაერთიანება. ნებისმიერ შემთხვევაში, მე სალომე ზურაბიშვილთან როცა მივალ, აუცილებლად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე დაველაპარაკები. ეგ არის გამორიცხული, რომ ეს თემა არ იყოს განხილვის საგანი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press