სტამბოლში, სასამართლოს შენობასთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 34 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის იუსტიციის მინისტრ ილმაზ თუნჩზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, თურქეთის იუსტიციის მინისტრს მომხდარზე დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაია აცხადებს, რომ თავდამსხმელები მარქსისტული დაჯგუფების „რევოლუციური სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის“ წევრები არიან.
შეგახსენებთ, სტამბოლში, სარიერის რაიონში მდებარე კათოლიკურ ეკლესიაზე შეიარაღებული თავდასხმა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 28 იანვარს მოხდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press