საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს წინადადებით მიმართა - ზამთრის განმავლობაში შეზღუდოს იმ პირთა გამოსახლების პროცესი, რომლებიც ერთადერთ საცხოვრებელს კარგავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
აპარატის ცნობით, გამოსახლების პროცედურის დასაბუთებულობისა და პროპორციულობის პრინციპებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი თავის მიმართვაში დაეყრდნო გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისა და ევროპის სოციალური ქარტიის კომიტეტების განმარტებებს, ზოგად კომენტარებს და საუკეთესო პრაქტიკას.
"სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რომელთა მხედველობაში მიღებითაც უნდა განხორციელდეს საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებული პრინციპებისა და უფლებების ინტერპრეტაცია.
ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია გამოსახლების პროცედურამ უზრუნველყოს საპირისპირო ინტერესთა სამართლიანი ბალანსი და ხელი არ შეუწყოს გამოსასახლებელ პირთა განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში ჩავარდნას",- აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.
იხილეთ წინადადება
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახი გამოასახლეს, რასაც ხმაური, დაპირისპირება და საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.
აღნიშნულის შემდეგ, 24 იანვარს, დადიანის ქუჩაზე კაკიაშვილების, ხოლო 26 იანვარს, ზანდუკელის ქუჩაზე ბალახაძეების ოჯახის გამოსახლება გადაიდო.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press