სალომე ზურაბიშვილის მაგივრად, მე შემრცხვებოდა - ივანიშვილი იყო მაშინ პარტიის თავმჯდომარე, როდესაც ის გაპრეზიდენტდა,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც პარლამენტში ყოველწლიური მოხსნებისას მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა.
ოდიშარიას განცხადებით, ზურაბიშვილს "ქართული ოცნებისა" და ივანიშვილის "ხელშეწყობის გარეშე გაპრეზიდენტების შანსი არ ჰქონდა".
"ბატონი ბიძინა ივანიშვილი უპასუხებს თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის მაგივრად, მე შემრცხვებოდა. ბიძინა ივანიშვილი იყო მაშინ პარტიის თავმჯდომარე, როდესაც ის გაპრეზიდენტდა. დამეთანხმება ქალბატონი პრეზიდენტი, რაც არ უნდა იფიქროს, რომ პოლიტიკურ პედესტალზეა, მას 1%-იც არ ჰქონდა გაპრეზიდენტების, რომ არა "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობით მისი ხელშეწყობა. ახლა გახდა ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნული მმართველი?"- განაცხადა ოდიშარიამ.
შეგახსენებთ, საქართელოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო მოხსენების დროს, გუშინ, 6 თებერვალს მიმართა.
პრეზიდენტის თქმით, საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატია არა პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე ან მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ" ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press