უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიას ეწვევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Tagesspiegel-ი ავრცელებს.
Tagesspiegel-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება.
როგორც გამოცემა წერს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე კრისტოფ ჰეუსგენი უკრაინის პრეზიდენტის კონფერენციაში მონაწილეობას არ ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევა გაუგზავნა.
გამოცემის ცნობითვე, უსაფრთხოების მიზნით, ზელენსკის გერმანიაში ვიზიტის დეტალები და ზუსტი განრიგი ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია.
შეგახსენებთ, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმიანიას პირველი ოფიციალური ვიზიტით 2023 წლის 14 მაისს ეწვია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press