თუ გინდათ ნახოთ საქართველოს პროგრესი, ევროკავშირის ანგარიში წაიკითხეთ,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე" საუბრისას განაცხადა.
დარჩიაშვილის თქმით, აღნიშნულ ინდექსში მოყვანილი ინფორმაცია და დასკვნები შეუსაბამოა თავად ევროკავშირის ანგარიშებში არსებულ მონაცემებთან, რომლის თანახმადაც, საქართველოს პროგრესს მზარდი დინამიკა აქვს.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს", რომელზეც თქვენ აპელირებთ, არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირთან. ევროკავშირის მხრიდან იყო ამის შეფასება და თვითონ პლატფორმაც კი არ იღებს ანგარიშზე პასუხისმგებლობას, რადგან ექსპერტების მიერ შექმნილი დოკუმენტია, თავად ექსპერტების შეფასებებს გამოხატავს და ამ ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებლობას არ იღებს სამოქალაქო პლატფორმა. შესაბამისად, მოგიწოდებთ, რომ თავი დაანებოთ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.
მე არ მესმის, რატომ გიხარიათ ნებისმიერი მსგავსი ტიპის ნეგატიური ინფორმაცია. თუ თქვენ გინდათ, რომ გაიგოთ, ევროკავშირის რეალური შეფასებები ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ თავად ევროკავშირის შეფასების ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა გასულ წელს, სადაც ძალიან ცალსახად და კარგად არის აღწერილი ქულები. ზოგადად, მე არ ვემხრობი ქვეყნის ასე დეტალურ შედარებებს ერთმანეთთან - ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინდივიდუალური გამოწვევები, სადღაც ვიღაცა წინ არის, სადღაც ვიღაც უკან არის, თუმცა თუ რეალურად გინდათ ნახოთ საქართველოს პროგრესი, წაიკითხეთ ევროკავშირის ანგარიში",- მიმართა დარჩიაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press