Foto

აშშ-ში ქარიშხალს 9 ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Los Angeles Times-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, სტიქიამ კალიფორნიის შტატის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.

ქარიშხალს ლოს-ანჯელესში 300-ზე მეტი ღვარცოფი მოჰყვა, რამაც სახლებისა და საავტომობილო გზების ნგრევა გამოიწვია.