დონალდ ტრამპს უკრაინაში მიმდინარე ომის 24 საათში დასრულება ნამდვილად შეუძლია, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.
როგორც დუდამ აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბევრჯერ დაფიქრდება, ვიდრე ნატოს რომელიმე ქვეყანაზე თავადსხმას გაბედავს, რადგან მან იცის, რამდენად დიდია განსხავავება ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მხრივ ნატოსა და რუსეთს შორის.
„ჩემი პირადი გამოცდილებით, როგორც პოლონეთის პრეზიდენტს, რომელსაც უმუშავია პრეზიდენტ ტრამპთან, შემიძლია გითხრათ, რომ მან შეასრულა ყველაფერი, რასაც დამპირდა. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ტრამპი ასრულებს დანაპირებს. თუ ის რამეს ამბობს, ამას სერიოზულად ვეკიდები“, - განაცხადა დუდამ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ 2024 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, შეუძლია უკრაინაში ომი 24 საათში დაასრულოს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press