სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტელეკომპანია "იმედის" ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ განცხადებას "იმედი" ავრცელებს.
"იმედის" განცხადების თანახმად, ასევე დაღუპული არიან მფრინავები.
"ტელეკომპანია "იმედი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი თანამშრომლის და მფრინავების გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. მომხდარი ტრაგედიის გამო, ტელეკომპანია "იმედი" საეთერო ბადეს ცვლის", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ასურეთში საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს შეეჯახა, რამაც 3 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press