Foto

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა მეექვსე ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეექვსე ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება თავად ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, მეხანძრე-მაშველები ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ ძებნა-შველის ღონისძიებას.

"ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 პირი, ხოლო 3 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი წუხელ ჩამოწვა, რის შედეგადაც მიწის მასაში 4 საცხოვრებელი სახლი მოჰყვა.