კონკრეტული ზონა არ ყოფილა შეფასებული, საფრთხეები შეფასებულია მთლიანი სოფლის მასშტაბით, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა ბაღდათში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც გედევანიშვილი აღნიშნავს, სოფლის დაცლის რეკომენდაცია გაცემული არ ყოფილა.
"კონკრეტული ზონა არ ყოფილა შეფასებული. კონკრეტული, უშუალოდ ეს ფერდობი არ ყოფილა შეფასებული... სოფელი არის მოხვედრილი, ამ სოფელში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ უამრავი ფერდობი არსებობს. აქ საუბარია კონკრეტულ ფერდობზე. როდესაც ვთქვი, რომ საფრთხეები შეფასებულია, ეს არის შეფასებული მთლიანი სოფლის მასშტაბით. კი ბატონო, მითითებული იყო პოტენციურად მეწყერსაშიშ ზონაში.
რეკომენდაცია არ ყოფილა გაცემული და ვერც იქნებოდა გაცემული, იმიტომ, რომ ასეთი ტიპის რეკომენდაციას სჭირდება დამატებითი კვლევები. ეს ინფორმაცია საჯაროა, ვრცელდება ყველასთვის და ხელმისაწვდომია ყველასთვის... ვერ იქნებოდა კონკრეტული რეკომენდაცია კონკრეტულ მეწყერთან მიმართებაში", - განაცხადა გედევანიშვილმა.
შეგახსენებთ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი წუხელ ჩამოწვა, რის შედეგადაც მიწის მასაში 4 საცხოვრებელი სახლი მოჰყვა.
ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ნერგეეთში 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press