ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა "ღამის კურიერის" ეთერში სამთავრობო ცვლილებებზე ისაუბრა.
როგორც დანიგანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძესთან პოზიტიური თანამშრომლობა აქვს.
"მე მაქვს პოზიტიური თანამშრომლობა ახალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან, მანამდეც კარგი თანამშრომლობა მქონდა, რა პოზიციაზეც მუშაობდა.
იმედი მაქვს, რომ პოზიტიური თანამშრომლობა გაგრძელდება ჩვენს შორის, როდესაც იგი პრემიერად დამტკიცდება.
კარგი ურთიერთობა მქონდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთანაც, მას ვუსურვებ წარმატებას ახალ პოზიციაზე. ვულოცავ იმ მიღწევებს, რაც მას პრემიერობის პერიოდში ჰქონდა", - განაცხადა დანიგანმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press