თეთრი სახლი უკრაინის დახმარების პაკეტის მიღებაზეა ორიენტირებული, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
როგორც სალივანი აღნიშნავს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელებას უახლოეს მომავალში დათანხმდეს.
„ეს არის სუვერენული გადაწყვეტილება, რომელიც სუვერენულმა ქვეყანამ უნდა მიიღოს. ცხადია, არჩეულმა ლიდერმა უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილება, არჩევანი იმის თაობაზე, თუ ვინ დაიკავებს სამხედრო ხელმძღვანელობის ზედა საფეხურებს. მე მხოლოდ ის შემიძლია, ვთქვა, რომ აშშ-ის მხრიდან, ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მხარდაჭერა როგორც უკრაინის მთავრობის, ასევე უკრაინის სამხედრო ძალების, მაგრამ საკადრო გადაწყვეტილებებს უკრაინელებს მივანდობთ. ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი ვაშინგტონიდან ან ბრიუსელიდან“, - განაცხადა სალივანმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press