2012 წელს სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი სისტემური დანაშაული, ანტიევროპული სტილის ავტორიტარიზმი დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.
"2012 წელს სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი სისტემური დანაშაული, ანტიევროპული სტილის ავტორიტარიზმი დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ქართული საზოგადოება მანამდე ქართული კულტურისა და სულიერების ასაღორძინებლად, ჩვენი ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად განხორციელებული უპრეცედენტო ქველმოქმედებით იცნობდა.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედების შედეგია ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია; ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა დააყენა სწორ რელსებზე, რის შედეგადაც, 2012 წლის შემდეგ, ამ პერიოდში გამოვლილი ორი გლობალური რეგიონული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა 27 მლრდ ლარიდან 80 მლრდ ლარამდე გაიზარდა",- თქვა კობახიძემ.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press