ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შეგვიძლია ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით და თვითკმაყოფილი საკუთარი თავით, როცა ოკუპაცია და სიღარიბე 0% იქნება - ეს არის "ქართული ოცნება" და ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობის საქმიანობა, როგორც 2024 წელს, ისე 2025-2028 წლებში აღნიშნული მიზნის მიღწევისკენ იქნება მიმართული.
"ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად დაძლევა. დღეს, საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და საქართველოს მოსახლეობის 15% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შეგვიძლია ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით და თვითკმაყოფილი საკუთარი თავით, როცა ოკუპაცია და სიღარიბე 0% იქნება - ეს არის "ქართული ოცნება" და ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო. საქართველოს მთავრობის საქმიანობა, როგორც 2024 წელს, ისე 2025-2028 წლებში თავიდან ბოლომდე ამ ოცნების ახდენისკენ და ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული", - განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press