Foto

გერმანიის ელჩი - არსებობს შესაძლებლობა, რომ დეკემბრის ბოლოს ევროპამ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს

არსებობს შესაძლებლობა, რომ დეკემბრის ბოლოს ევროპამ მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, თუმცა მანამდე უნდა იყოს პროგრესი ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

როგორც ფიშერმა აღნიშნა, წელს ვადები უფრო შემჭიდროებულია, რადგან ზაფხულში ევროპარლამენტში არჩევნები იქნება.

"წელს ვადები უფრო შემჭიდროებულია, რადგან ზაფხულში ჩვენ გვექნება არჩევნები ევროპარლამენტში, საქართველოშიც იქნება არჩევნები. მნიშვნელოვანია სწრაფად წინსვლა ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ კარგი პარტნიორობა გვექნება საქართველოს მთავრობასთან სწრაფი წინსვლისთვის, რადგან ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს“,- თქვა გერმანიის ელჩმა, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.