რონალდ რეიგანი დღეს საფლავში ტრიალებს - სირცხვილი თქვენ,- ასე ეხმაურება პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ უკრაინის მხარდამჭერი პაკეტის ჩაგდებას.
ტუსკი განცხადებას X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] აქვეყნებს.
"ამერიკის ძვირფასო რესპუბლიკელო სენატორებო, რონალდ რეიგანი, რომელიც მილიონობით ჩვენგანს დაეხმარა, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა დაგვებრუნებინა, დღეს საფლავში ტრიალებს. სირცხვილი თქვენ",- წერს დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ჩავარდა კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დასახმარებლად, ასევე აშშ-ის სამხრეთ საზღვრის გასაძლიერებლად 118.3 მილიარდი დოლარის გამოყოფას გულისხმობდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press