10 თებერვალს რიწის ტბაზე „ანტიტერორისტულ წვრთნა“ გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, "წვრთნაში" მონაწილეობას რუსეთი, დროებით ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის ე.წ. უშიშროების ძალები მიიღებენ მონაწილეობას.
„რიწაზე ანტიტერორისტული წვრთნები ჩატარდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს (აფხაზეთის), ეროვნული გვარდიის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შსს-ს თანამშრომლების მონაწილეობით. გამოყენებული იქნება მძიმე ტექნიკა და კატარღები, იმუშავებენ მყვინთავები“, - განუცხადა რუსულ სამთავრობო მედიას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.-მა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რობერტ კიუტმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press