უკრაინაში, ნიკოპოლის მერის მოადგილე, ვიტალი ჟურავლიოვი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, მის მანქანას უცნობმა პირებმა ცეცხლი დღეს, 8 თებერვალს გაუხსნეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
"ამჟამად მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე პირების დასადგენად", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press