ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
როგორც შარლ მიშელი აღნიშავს, მან ალიევთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან სამომავლო ჩართულობის მნიშვნელობას.
„განვიხილეთ ევროკავშირისა და აზერბაიჯანის ურთიერთობები, თანამშრომლობა, მათ შორის დაკავშირებადობის და ენერგეტიკის მიმართულებით. ასევე გვქონდა არსებითი დისკუსია სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ. მივესალმები აზერბაიჯანის ვალდებულებას, განაახლოს ბრიუსელის პროცესის სამმხრივი შეხვედრა სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიის წინსვლისთვის“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში 92,05%-ით გაიმარჯვა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press