უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი, ოლექსანდრ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე დანიშნა. ამის შესახებ ზელენსკიმ Telegram-ზე გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ახალ გუნდს გადაეცემა.
„მინდა, რომ ომის ხედვა იყოს ერთიანი რობოტინოსა და ავდეევკაში ჩვენს სამხედროებს შორის, ასევე გენერალურ შტაბსა და სამხედრო მეთაურებში. მე ათობით საუბარი გავმართე სხვადასხვა დონის მეთაურებთან. კერძოდ, დღეს ვესაუბრე გენერლებს - ანდრეი გნატოვს, მიხაილ დრაპატის, იგორ სკიბიუკს, ასევე პოლკოვნიკებს პაველ პალისას და ვადიმ სუხარევსკის.
ყველა მათგანი განიხილება არმიაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე და იმსახურებენ ყველაზე გამოცდილი უკრაინელი მეთაურის ხელმძღვანელობას. მას აქვს თავდაცვის წარმატებული გამოცდილება, ჩაატარა კიევის თავდაცვითი ოპერაცია. მას ასევე აქვს შეტევის წარმატებული გამოცდილება ხარკოვის განმათავისუფლებელ ოპერაციაში. მე გენერალ-პოლკოვნიკი სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დავნიშნე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press