საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას, რათა სტიქიასთან საბრძოლველად არ შეიქმნას დაბრკოლება, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება",- აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, გუშინ, 8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ასევე, სამთავრობო პროგრამას "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" ნდობა გამოუცხადა. კანონმდებლებმა გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე 1-ელ თებერვალს, პარტიის რიგით მე-8 ყრილობაზე ოფიციალურად წარადგინა.
მმართველი პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა, რომელიც თავის მხრივ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გახდა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press