ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინისა და ისრაელისთვის 95,3 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების პაკეტზე არსებულ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც CNN წერს, კანონპროქტს მხარი 60-მა სენატორმა დაუჭირა მას შემდეგ, რაც "რესპუბლიკელებმა", უფრო ფართო კანონპროექტი, რომელიც საზღვრის უსაფრთხოების გამკაცრებულ ზომებსაც მოიცავდა, დაბლოკეს.
უცხოური დახმარების პროექტი ამით ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა საბოლოო კენჭისყრას, რომელიც სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გაიმართება.
ცნობისთვის, კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას, ისაელისთვის 14 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო 4,83 მილიარდ დოლარს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, კერძოდ, ტაივანში პარტნიორების მხარდასაჭერად.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press