გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს. მილოცვის ტექსტი გერმანიის ბუნდესტაგის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც შოლცი აღნიშნავს, ის მოულოდნელად ელის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან თანამშრომლობას, რათა საქართველოს ევროკავშირის გზაზე წინსვლა ჰქონდეს.
„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, მსურს, გულითადად მოგილოცოთ თქვენს დანიშვნასთან დაკავშირებით. სიხარულით ველი თქვენთან მუშაობას, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და წინ წავწიოთ საქართველო ევროკავშირის გზაზე.
იღბალს და წარმატებებს გისურვებთ თქვენი უფლებამოსილების განხორციელებაში“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
ცნობისთვის, გუშინ, 8 თებერვალს პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press