რუსეთის გადაიარაღება უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო, - ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა.
როგორც პოულსენმა აღნიშნა, რუსეთი 3-5 წელიწადში შესაძლოა ნატოს ქვეყანას დაესხას თავს.
„რუსეთის შესაძლებლობები სამხედრო ტექნიკის წარმოებაში საოცრად გაიზარდა. არ არის გამორიცხული, რომ სამიდან ხუთ წელიწადში რუსეთმა გამოსცადოს მე-5 მუხლი და ნატო-ს სოლიდარობა. ეს არ იყო ნატო-ს შეფასება 2023 წელს. ეს არის ახალი ცოდნა, რომელიც ახლა გამოდის წინა პლანზე. რუსეთს პოტენციურად აქვს ამის სურვილი. ახლა მათ ასევე შეუძლიათ, ჰქონდეთ სამხედრო შესაძლებლობები იმაზე ადრე, ვიდრე ველოდით. არსებობს გულწრფელი შეშფოთების მიზეზი“, - განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press