ფინეთი უკრაინას 190 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების 22-ე პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის მთავრობა ავრცელებს.
დახმარების მიწოდების უსაფრთხოებისთვის, პაკეტის დეტალური შინაარსი, ასევე მიწოდების მეთოდები და დრო არ გასაჯაროვდება.
„საოპერაციო მიზეზების გამო და დახმარების მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პაკეტის დეტალური შინაარსი, ასევე მიწოდების მეთოდები და დრო არ გახდება საჯარო“, - ნათქვამია მთავრობის პრესრელიზში.
ცნობისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთის მიერ უკრაინისთვის გაწეულმა დახმარების საერთო მოცულობამ 1,8 მილიარდ ევროს მიაღწია.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press