უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ალექსანდრე სირსკის დანიშვნის შემდეგ , უკრაინა მხოლოდ გააძლიერებს პოზიციებს ფრონტზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
როგორც ერმაკი აღნიშნავს, სიტუაცია ფრონტის ხაზზე ახლა ნამდვილად რთულია.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ოლექსანდრ სირსკის დანიშვნის შემდეგ, უკრაინა მხოლოდ გააძლიერებს პოზიციებს ფრონტზე, თუმცა ახლა სიტუაცია მართლაც რთულია.
უკრაინელმა ხალხმა აჩვენა, რომ შესაძლებელია არამხოლოდ რუსეთის არმიის შეჩერება, არამედ მათი დამარცხება და მიწების გათავისუფლება. ორი წლის წინ ამის ძალიან ცოტას სჯეროდა. ამ ორი წლის განმავლობაში, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აჩვენა, რომ ჩვენ არამხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ ვმოქმედებთ. ჩვენ ყოველდღე ვაჩვენებთ მსოფლიოს, რომ არამხოლოდ შეგვიძლია თავი დავიცვათ, არამედ შეგვიძლია გავიმარჯვოთ", - განაცხადა ერმაკმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ალექსანდრ სირსკი გუშინ, 8 თებერვალს დანიშნა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press