ცნობები რაფაჰზე ისრაელის შეტევის შესახებ შემაშფოთებელია, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ბორელი აღნიშნავს, რაფაჰში, წასასვლელი უსაფრთხო ადგილის გარეშე 1.4 მილიონი პალესტინელი იმყოფება.
"1.4 მილიონი პალესტინელი ამჟამად იმყოფება რაფაჰში, წასასვლელი უსაფრთხო ადგილის გარეშე, შიმშილის წინაშე. ცნობები რაფაჰზე ისრაელის შეტევის შესახებ შემაშფოთებელია. ამას კატასტროფული შედეგები მოჰყვება, რაც გააუარესებს ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას", - წერს ბორელი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press